უკრაინაში მებრძოლი ქართველი, მამუკა მამულაშვილი მომღერლისა და მსახიობის, ბუბა კიკაბიძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით „ქართული ლეგიონის“ სახელით სამძიმარს ავრცელებს და წერს:
“ქართული ლეგიონი” ღრმა მწუხარებას გამოთქვამს დიდი ადამიანის, ბუბა კიკაბიძის გარდაცვალების გამო.
ბუბა კიკაბიძე ქართველი და უკრაინელი ხალხის მეგობრობის სიმბოლოდ დარჩება მუდამ.
დიდება საქართველოს!
დიდება უკრაინას!
დიდება გმირებს!“ – წერია გავრცელებულ წერილში.