მსახიობები ანი ბებია და ილო ბეროშვილი საზოგადოებაში პოპულარულობით გამოირჩევიან, სოციალურ ქსელებში აქტიურობენ და გამომწერებს ბევრ სასარგებლო რჩევას აძლევენ.
ცოტა ხნის წინ კი ანი ბებიამ პოსტი გამოაქვეყნა და საზოგადოებას სასიხარულო ამბავი გაუზიარა:
„მეგობრებო, მინდა სასიხარულო ამბავი გაგიზიაროთ, ჯერის მალე დაიკო ან ძამიკო ეყოლება, ორსულად ვარ“
შეგახსენებთ, რომ წყვილი ოფიციალურად დაქორწინებული არ არის, თუმცა თავად აღნიშნავენ ეს ბედნიერებაში ხელს სულაც არ უშლით. პირველი შვილი მათ ორი წლის წინ შეეძინათ.