Stepn-ის მონეტის ფასი დაეცა. მისი ღირებულება ახლა 1$-ს ჩამოცდა და 0.83$-ს შეადგენს, მანამდე კი ის 1,5$-ს უახლოვდებოდა.
კრიპტო ბაზრის კაპიტალი დაეცა და ახლა ის 1.20$ ტრილიონზე დაბალია. თუმცა, ბოლო 24 საათის განმავლობაში STEPN მონეტამ გარკვეულწილად აღდგენა მოახერხა და GMT-ის ფასი ახლა $1-ზე მეტია.
Stepn-ის მონეტის ფასი მარტში 0.15$-ზე მეტი იყო, მაგრამ აპრილის ბოლოს მისმა ფასმა საგრძნობლად მოიმატა და 4$-ს უახლოვდებოდა. წელს ის ერთ-ერთ საუკეთესო კრიპტოვალუტად აღიარეს და ამ ტიტულს დღემდე ინარჩუნებს.
ჩინური გამოცემა South China Morning Post-ის თანახმად, ჩინეთის მარეგულირებელი ქვეყანაში Stepn-ის მიმოქცევას კრძალავს, რაც ძალაში 15 ივლისიდან შევა.
თამაშის მონაწილეები NFT ბოტასს ფიქსირებულ ფასად ყიდულობენ, შემდეგ იღებენ თამაშის დავალებებს და ყოველდღიურად გარკვეულ მანძილს ფეხით გადიან, რის სანაცვლოდაც GMT ტოკენს ანუ მონეტებს აგროვებენ, შემდეგ ამ თანხის განაღდება შეუძლიათ.

შეგახსენებთ, რომ კომპანია Stepn 2021 წლის დეკემბერში დაარსდა და მას შემდეგ მსოფლიოს მასშტაბით 580 000 მომხმარებელი მოიპოვა. 2022 წლის პირველ ნახევარზე კომპანიამ 20 მილიონი დოლარის მოგება გამოიმუშავა. ჩვენს ქვეყანაში კი ის პოპულარული მარტი/აპრილის პერიოდში გახდა.