მას შემდეგ, რაც რეპერს სექს-ტრეფიკინგში, რეკეტში, ძალადობასა და პროსტიტუციაში მონაწილეობაში ბრალი წაუყენეს, 54 წლის შონ ‘დიდი’ კომბსს მოსამართლემ ყველანაირი გირაოს გადახდაზე უარი უთხრა.
“ჰოლივუდის“ ბოლო დროის ერთ – ერთი ყველაზე გახმაურებული და სკანდალური საქმის ახალ დეტალებზე, დასავლურ მედიასთან მუსიკოსის ერთ-ერთი მბრალდებელის ადვოკატმა არიელ მიტჩელ-კიდიმ ისაუბრა.
მან NewsNation-ზე და განაცხადა, რომ პირი, რომლის ვინაობაც არ სხელდება, მას პარასკევს “დიდის ერთ-ერთი ფირის გაყიდვასთან დაკავშირებით” დაუკავშირდა. ადვოკატის თქმით, პირი, რომელიც ამ ფირის გაყიდვას ცდილობს, ამტკიცებს, რომ “პორნოგრაფიულ ვიდეოში ჩანს ძალიან მაღალი წრის პიროვნება.“