არსად არ იგრძნობა გამარჯვება ისე, როგორც სამშობლოში!- ამის შესახებ UFC-ის ქართველმა ჩემპიონმა, მერაბ დვალიშვილმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მედიასთან საუბრისას განაცხადა, სადაც მას გულშემატკივრები დახვდნენ.
როგორც მერაბ დვალიშვილმა გულშემატკივრებთან აღნიშნა, მან საერთო გამარჯვება მოიპოვა.
„ამას არაფერი შეედრება… მთელი ცხოვრება აღნიშნულზე ვოცნებობდი. მინდა ქართველებთან ერთად შევიგრძნო ეს გამარჯვება. არსად არ იგრძნობა გამარჯვება ისე, როგორც სამშობლოში! მადლობა ყველას, ეს ჩვენი საერთო გამარჯვებაა“ – განაცხადა მერაბ დვალიშვილმა.
დვალიშვილი სამშობლოში რამდენიმე წუთის წინ დაბრუნდა და აეროპორტში შეკრებილ გულშემატკივარს საჩემპიონო ქამარი წარუდგინა.