მომხმარებლებმა Google Maps-ზე ჩრდილოეთ კორეის საიდუმლო ციხე შენიშნეს, სადაც ექსპერტების აზრით, 15 ათასამდე პატიმარი ეტევა – ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია, Daily Star ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, რუკებზე კეჰჯონის საიდუმლო ციხეა გამოსახული. ჩრდილოეთ კორეაში ასეთ დაწესებულებებს „საკონცენტრაციო ბანაკებს“ უწოდებენ.
ციხე ჩრდილოეთ კორეის დედაქალაქ ფხენიანიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით, დაახლოებით 100 კილომეტრში მდებარეობს. „საკონცენტრაციო ბანაკის“ სიგრძე 40-50 კმ-ია, სიგანე კი დაახლოებით 30 კმ.