უახლესი ambebi
No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • სახალისო ვიდეო
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • სახალისო ვიდეო
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
უახლესი ambebi
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

ბიძინა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს

September 18, 2019
ivanishvili
Share on FacebookShare on Twitter

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე, საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი, ბიძინა ივანიშვილი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტთან დაკავშირებით ავრცელებს განცხადებას, რომელსაც “მეტრონომი” უცვლელად გთავაზობთ:

“ადგილი, სადაც ნიჭი და შესაძლებლობები რეალიზდება…

საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტურმა უმრავლესობამ ძალიან კარგად იცის, რომ განათლება ისევე მნიშვნელოვანია ჩვენთვის, როგორც ჰაერი და წყალი. მხოლოდ განათლებაა ის იარაღი, რითაც ჩვენი ახალგაზრდობა შეძლებს დიდების დღეები აღუდგინოს ჩვენს სამშობლოს. ჩვენნაირი ქვეყნისთვის სწორედ განათლება წარმოადგენს იმ მთავარ რესურსს, რომელსაც განვითარების სტრატეგია უნდა დაეფუძნოს.

ჯერ კიდევ 11 წლის წინ, მე და ჩემმა ოჯახმა დავიწყეთ ფიქრი და ოცნება, საქართველოში შეგვექმნა თანამედროვე და მძლავრი ტექნოლოგიური საგანმანათლებლო კერა, რომელიც გარღვევას მოახდენდა ქართულ სასწავლო და სამეცნიერო სივრცეში.

2012 წელს, საჯაროდ დავპირდი ქართულ საზოგადოებას, რომ ქუთაისში ავაშენებდით უნივერსიტეტს და ამ ქალაქს საგანმანათლებლო ცენტრის ფუნქციას დავუბრუნებდით. დღეს ყველანი ვხედავთ, რომ მშენებლობის პირველი ეტაპი სრულდება და გაისად, 2020 წლის სექტემბერში, ამ შენობაში პირველი სტუდენტები შემოაბიჯებენ. ეს რასაკვირველია, მნიშვნელოვანია, თუმცა, დღეს ჩვენ გვჭირდება არა უბრალოდ კიდევ ერთი უნივერსიტეტი, არამედ უმაღლესი განათლების ისეთი კერა, სადაც სწავლის ხარისხი შესაბამისობაში იქნება საერთაშორისო სტანდარტებთან და ეს აღიარებული იქნება საერთაშორისო დონეზე. სწორედ ამიტომ, ამ სფეროს საუკეთესო სპეციალისტებთან ერთად, რამდენიმე წელია აქტიურად ვმუშაობთ ამ მიმართულებით და მნიშვნელოვან შედეგსაც მივაღწიეთ.

შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქუთაისში გვექნება საერთაშორისო უნივერსიტეტი, რომლის მენეჯმენტის სისტემა, საგანმანათლებლო მიმართულებები, მკვლევართა და ლექტორთა შერჩევის წესი მთლიანად შესაბამისობაში იქნება მიუნხენის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მართვის სისტემასთან, რომელთანაც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი 2017 წლიდან თანამშრომლობს.

გარდა ამისა, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი მჭიდროდ თანამშრომლობს მსოფლიოს ისეთ წამყვან სასწავლო და სამეცნიერო ცენტრებთან, როგორიცაა იულიხის კვლევითი ცენტრი, აახენის უნივერსიტეტი და რენის უნივერსიტეტი.

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ფონდი „ქართუ“ უკვე რამდენიმე წელი მუშაობს საქართველოში ადრონული ამაჩქარებლის პროექტზე და ამ მიზნით თბილისსა და ქუთაისში იქმნება შესაბამისი ინფრასტრუქტურა. ეს გახლავთ ურთულესი მაღალტექნოლოგიური პროექტი, რომლის წარმატებით განხორციელებას ესაჭიროება სათანადო სამეცნიერო-კვლევითი ბაზა, რაც გულისხმობს როგორც ინფრასტრუქტურას, ისე შესაბამისი კადრების მომზადებას.

ფონდი ეტაპობრივად ახორციელებს დასახულ მიზანს. პირველ ეტაპზე ქუთაისში აიგება ადრონული თერაპიის ცენტრი ციკლოტრონის ტიპის ამაჩქარებლით, რომელსაც ექნება როგორც სამეცნიერო-კვლევითი, ისე სამედიცინო დანიშნულება. ამ მიზნით უკვე გაფორმდა ხელშეკრულება ამაჩქარებლების მწარმოებელ საერთაშორისო კონცერნ „აიბიეისთან“ (IBA), რომელიც მსოფლიო ლიდერია ამ დარგში.
ამავე დროს თბილისში, კერძოდ დიღომში არსებულ ცენტრში მიმდინარეობს თანამედროვე ლაბორატორიებით აღჭურვილი საბუნებისმეტყველო სამეცნიერო ინსტიტუტების კლასტერის მოწყობა. ორივე ცენტრის მიზანია შესაბამისი კადრების მომზადება და ქართველი მეცნიერების ახალი თაობის აღზრდა. პროექტის განხორციელების მეორე ეტაპზე მოხდება დიდი ამაჩქარებლის – სინქროტრონის შექმნა, რომელიც სრულიად ახალ დონეზე აიყვანს ქართულ მეცნიერებას და შესაძლებლობას მისცემს ჩვენს ქვეყანას, გახდეს ევროპისა და მსოფლიოს ინტელექტუალური სივრცის სრულფასოვანი ნაწილი.

ამრიგად, ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექსი მოიცავს ევროკავშირის სტანდარტების შესაბამის საერთაშორისო კვლევით ტექნოლოგიურ ცენტრს და ჯანდაცვის საერთაშორისო ცენტრს, რომელთაც დღეს საქართველოში ანალოგი არ გააჩნია და ამ მიმართულებით გადადგმული პირველი ნაბიჯია.

განსაკუთრებულად მინდა გავუსვა ხაზი, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ქართველი და უცხოელი აკადემიური პერსონალი იმუშავებს, ხოლო აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის შერჩევის კრიტერიუმები მთლიანად განისაზღვრება მიუნხენის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მოთხოვნების შესაბამისად.

აღვნიშნავ იმასაც, რომ ფონდი “ქართუ” დარჩება მხოლოდ კერძო დამფინანსებლად და არა მესაკუთრედ საუნივერსიტეტო კომპლექსისა, რომელიც ვინმეს საკუთრება კი არ იქნება, არამედ იქნება სახელმწიფო უნივერსიტეტი და მთელი ქვეყნის საკუთრება.

ჩვენ ვხედავთ, რომ 21-ე საუკუნე იქნება მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ელვის სისწრაფით განვითარების ხანა. მსოფლიო ყოველდღიურად და ყოველწლიურად იცვლება. ამის საფუძველია ცოდნა და განათლება. ჩვენმა წინაპრებმა გარჯით და ბრძოლით შეინარჩუნეს და დაგვიტოვეს ეს მშვენიერი ქვეყანა. დღეს საქართველოს წინაშე მდგარი უმთავრესი ამოცანაა, ფეხი აუწყოს და არ ჩამორჩეს მსოფლიოში მიმდინარე სამეცნიერო-ტექნოლოგიურ პროცესს. ჩვენ გვყავს ნიჭიერი ახალგაზრდები, რომელთაც სჭირდებათ სათანადო პირობები და ადგილი, სადაც ეს ნიჭი და შესაძლებლობები რეალიზდება. სწორედ ეს არის მთავარი მიზანი, რის გამოც ვაარსებთ ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებით და ინფრასტრუქტურით აღჭურვილ საუნივერსიტეტო ქალაქს ქუთაისში, საგანმანათლებლო კომპლექსს, რომელიც იქნება ჩვენი ქვეყნის გზამკვლევი ტექნოლოგიური აფეთქების ეპოქაში”. – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც პარტიის Facebook გვერდზე გავრცელდა.

 522 სულ ნახვები

კომენტარები

0 კომენტარები

თეგები: ivanishviliბიძინა ივანიშვილიივანიშვილი
Advertisement Banner

სხვა ამბები

“იდიოტები არავის უნდა” – ჯანგირაშვილი
პოლიტიკა

“იდიოტები არავის უნდა” – ჯანგირაშვილი

June 7, 2022
(ვიდეო) სოფო ნიჟარაძე სააკაშვილისა და ელის მარია სააკაშვილის ცეკვის ვიდეოს ავრცელებს
ვიდეო

(ვიდეო) სოფო ნიჟარაძე სააკაშვილისა და ელის მარია სააკაშვილის ცეკვის ვიდეოს ავრცელებს

June 1, 2022
პუტინს არ უყვარს სათვალის ტარება, ყოველთვის აგვიანებს – დიქტატორის უცნაური ჩვევები
პოლიტიკა

პუტინს არ უყვარს სათვალის ტარება, ყოველთვის აგვიანებს – დიქტატორის უცნაური ჩვევები

May 25, 2022
„სააკაშვილის მოსვლის შემდეგ მსახიობებს ძალიან ცუდი მდგომარეობა აქვთ“ – ბლიც-ინტერვიუ გიორგი გურგულიასთან
ექსკლუზივი

„სააკაშვილის მოსვლის შემდეგ მსახიობებს ძალიან ცუდი მდგომარეობა აქვთ“ – ბლიც-ინტერვიუ გიორგი გურგულიასთან

May 25, 2022
“სააკაშვილი გვარგადაკეთებული ადამიანია, ის არ არის ქართველი” – გიორგი გურგულია
პოლიტიკა

“სააკაშვილი გვარგადაკეთებული ადამიანია, ის არ არის ქართველი” – გიორგი გურგულია

May 25, 2022
„ზელენსკის საქართველო კი არა, უკრაინაც არ უყვარს“ – გიორგი გურგულია
პოლიტიკა

„ზელენსკის საქართველო კი არა, უკრაინაც არ უყვარს“ – გიორგი გურგულია

May 25, 2022
„კავკასიელების მხრიდან იყო პუტინის მოკვლის მცდელობები“ – უკრაინის დაზვერვა
პოლიტიკა

„კავკასიელების მხრიდან იყო პუტინის მოკვლის მცდელობები“ – უკრაინის დაზვერვა

May 23, 2022
პუტინის ქირურგიული ოპერაციის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელებში ვრცელდება
პოლიტიკა

პუტინის ქირურგიული ოპერაციის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელებში ვრცელდება

May 23, 2022
„[ზელენსკიმ] დახოცილ ქართველებზე იღადავა… ჯერ სლავა გრუზიი და მერე სლავა უკრაინე“ –  კაბუ
პოლიტიკა

„[ზელენსკიმ] დახოცილ ქართველებზე იღადავა… ჯერ სლავა გრუზიი და მერე სლავა უკრაინე“ – კაბუ

May 23, 2022
შემდეგი ამბავი
greencard

რა არის Green Card და როგორ უნდა შევავსოთ განაცხადი

(ვიდეო) აშშ-ს საზღვაო ფლოტმა მფრინავი თეფშის ვიდეოს ავთენტურობა დაადასტურა

(ვიდეო) აშშ-ს საზღვაო ფლოტმა მფრინავი თეფშის ვიდეოს ავთენტურობა დაადასტურა

პოპულარული

🎥 ვიდეო 700 სტუმარი, 5 000 ლარიანი ტორტი –  გომელაურის შვილის ქორწილი მცხეთაში
საზოგადოება

🎥 ვიდეო 700 სტუმარი, 5 000 ლარიანი ტორტი – გომელაურის შვილის ქორწილი მცხეთაში

2 hours ago
„ვერ დავამადლი ვერავის ქუჩაში გასვლას, მე იქ ქვეყანამ გამიყვანა” – ნანკა კალატოზიშვილი
საზოგადოება

„ვერ დავამადლი ვერავის ქუჩაში გასვლას, მე იქ ქვეყანამ გამიყვანა” – ნანკა კალატოზიშვილი

7 hours ago
🎥VIDEO: ცნობილი იტალიელი ქართულ სიმღერებზე აცეკვდა
შოუბიზნესი

🎥VIDEO: ცნობილი იტალიელი ქართულ სიმღერებზე აცეკვდა

7 hours ago
“შენ გვასწავლე ცხოვრების ასეთი წესით სიყვარული” – ნათია ბანძელაძის ემოციური პოსტი
საზოგადოება

“შენ გვასწავლე ცხოვრების ასეთი წესით სიყვარული” – ნათია ბანძელაძის ემოციური პოსტი

8 hours ago
ჩვენ გვჭირდება ჩცდ! – მოქალაქეები სერიალის დასაბრუნებლად აქციას მართავენ
საზოგადოება

ჩვენ გვჭირდება ჩცდ! – მოქალაქეები სერიალის დასაბრუნებლად აქციას მართავენ

8 hours ago

გამოგვყევი

უახლესი

🎥 ვიდეო 700 სტუმარი, 5 000 ლარიანი ტორტი –  გომელაურის შვილის ქორწილი მცხეთაში

🎥 ვიდეო 700 სტუმარი, 5 000 ლარიანი ტორტი – გომელაურის შვილის ქორწილი მცხეთაში

July 4, 2022
„ვერ დავამადლი ვერავის ქუჩაში გასვლას, მე იქ ქვეყანამ გამიყვანა” – ნანკა კალატოზიშვილი

„ვერ დავამადლი ვერავის ქუჩაში გასვლას, მე იქ ქვეყანამ გამიყვანა” – ნანკა კალატოზიშვილი

July 4, 2022
🎥VIDEO: ცნობილი იტალიელი ქართულ სიმღერებზე აცეკვდა

🎥VIDEO: ცნობილი იტალიელი ქართულ სიმღერებზე აცეკვდა

July 4, 2022

თეგები

Art Entertainment Funny Health ivanishvili News Viral ალექსანდრა პაიჭაძე ამინდი ამინდის პროგნოზი ასტროლოგია ბიძინა ივანიშვილი გიორგი გურგულია გიორგი ფხაკაძე დათო ოქიტაშვილი დემნა გვასალია დღის ჰოროსკოპი ელექტრომომარაგება ემბერ ჰერდი ვოლოდიმირ ზელენსკი ზოდიაქო ზოდიაქოს ნიშნები ზურაბიშვილი თაკო ჩარკვიანი თემურ ჩხეიძე თინა კანდელაკი ია ფარულავა ივანიშვილი ილონ მასკი ლალი მოროშკინა ლევან კბილაშვილი მერაბ სეფაშვილი მიხეილ სააკაშვილი მიხეილ ცაგარელი ნათია ფანჯიკიძე ნანუკა ჟორჟოლიანი ნიკა გვარამია ნიკოლოზ წულუკიძე სააკაშვილი სალომე ზურაბიშვილი ქეთა თოფურია ქეთი დოლიძე ხათუნა ხოფერია ჯონი დეპი ჰოროსკოპი
  • მთავარი
  • რეკლამა

© 2021 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • სახალისო ვიდეო
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო

© 2021 Mix.Metronome.Ge

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms below to register

All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In