16 სექტემბერს, ნიუ-იორკში ამერიკული ჰიპ-ჰოპ ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი წარმომადგენელი, პროდიუსერი და რეპერი შონ კომბსი (იგივე Puff Daddy, P.Diddy, Diddy, Diddy – Dirty Money) დააკავეს.
გამოძიებამ გაჩხრიკა რეპერის საცხოვრებელი სახლი, სადაც წარსულში მასშტაბური წვეულებები ეწყობოდა და სადაც საზოგადოებისთვის ძალიან ცნობილი სახეები – მომღერლები, მსახიობები, სპორტსმენები და მათ შორის პოლიტიკოსებიც დადიოდნენ. წვეულების ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ კი, გამოძიების თქმით, ხდებოდა ყველა ის დანაშაული, რის გამოც დღეს Daddy დაკავებულია.
უცხოურ მედიაში რამდენიმე სახელი და გვარი გაჟღერდა, რომლებიც რეპერ “პაფ დიდის” წვეულებაზე არასოდეს ყოფილან და მათ შესახებაც არანაირი ეჭვი არ არსებობს.
ეს ადამიანები არიან : კიანუ რივზი, ჯეკი ჩანი, ჯონი დეპი და ემინემი.