ერთი კვირაა, ოჯახი დაკარგულ 20 წლის ბიჭს ეძებს, დაკარგულის ძმამ ,,რეზოზანსს” განუცხადა, რომ 7 დეკემბერს ნიკა სუბელიანი დმანისიდან თბილისში, აფრიკის დასახლებაში, ნათესავებთან წავიდა. ოჯახს მას შედეგ აღარ უნახავს, თუმცა ნახეს სამართალდამცველებმა.
„დმანისიდან ჩამოსული იყო დეიდაშვილთან თბილისში. ამ დროისათვის ვიცით ის, რომ ოთხშაბათს, 9 დეკემბერს, ღამის 12 საათზე ჟინვალის პოლიციამ დააკავა, ყაზბეგში მიდიოდა. გადმოიყვანეს განყოფილებაში, გადაამოწმეს და რადგან ძებნაზე არ იყო პიროვნება ჯარიმა დაუწერეს (გადაადგილების შეზღუდვის დარღვევისთვის) და გაუშვეს. პოლიციელებმა რომ აუხსნეს, რომ ყაზბეგისკენ ვერ წავიდოდა, რადგან გზები ჩაკეტილია, ჩემმა ძმამ მათ სთხოვა, რომ მცხეთამდე ჩაეყვანათ. პოლიციელებმა ჩემი ძმა მცხეთაში ჩაიყვანეს, სადაც უთხრა იქ დატოვეს და იმის შემდეგ არ ჩანს”,- განუცხადა ,,რეზონანსს” დავით სუბელიანმა.
მისი ინფორმაციით, დაკარგულ კაცს თან ახლავს იაგტერიერის ლეკვი, დუტის აცვია შავი ფერის ქურთუკი, სპორტული შარვალი და კედები, ატარებს წვერს და დაახლოებით 1,65-დან 1,70-მდე სიმაღლისაა.
ნებისმიერი ინფორმაციის ფლობის შემთხვევაში დაუკავშირდით დაკარგულის ოჯახის წევრებს: 599043806