საქართველოს რკინიგზა მუშაობას სამი დღით აჩერებს.
გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მიზეზი მოდერნიზაციის პროექტის განხორციელებაა.
„ძვირფასო მგზავრებო, მოგეხსენებათ საქართველოს რკინიგზაში მიმდინარეობს მოდერნიზაციის პროექტი.
249 მილიონი დოლარის ღირებულების პროექტი, გამტარუნარიანობის გაზრდასა და უსაფრთხოების პარამეტრების გაუმჯობესებას ითვალისწინებს. პროექტის დასრულების შემდეგ, შემცირდება სამგზავრო მატარებლების გადაადგილების დრო.
ამ პროექტის ფარგლებში: შენდება ახალი გვირაბები, სარკინიგზო ხიდები, იცვლება საკონტაქტო ქსელი, შენდება ახალი მიწის ვაკისი, სადგურები, რეაბილიტაცია უტარდება რამდენიმე ქვესადგურს.
სწორედ ამ პროექტის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოების გამო, 9, 10 და 11 აგვისტოს სამგზავრო და სატვირთო მატარებლები არ იმოძრავებენ.
12 აგვისტოდან კი მოძრაობა სრულად განახლდება“, – აღნიშნულია საქართველოს რკინიგზის განცხადებაში.