ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ გელათში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი.
მოკლული კაცის მამა ამბობს, რომ ერთი ნათლული და ერთი ბიძაშვილისშვილი იყო.
ამასთან გავრცელებული ინფორმაციით, 35 წლის მამაკაცი მამის და არასრულწლოვანი შვილების თვალწინ მოკლეს. მინდია მაწკეპლაძეს საკუთარმა ნათლულმა რამდენიმე პირთან ერთად 17-მდე ჭრილობა მიაყენა.
კონფლიქტი მარიამობის დღესასწაულის აღსანიშნავ სუფრაზე, ყოფით ნიადაგზე დაიწყო და მას შემდეგაც გაგრძელდა, რაც 35 წლის მამაკაცმა აღნიშნული ადგილი დატოვა და სახლში ბრუნდებოდა.
სამართალდამცავებმა ასევე ამოიღეს ნივთმტკიცების სახით დანა, რომლითაც ახალგაზრდა მამაკაცს სასიკვდილო ჭრილობები, მისმა ნათესავმა – ბიძაშვილმა მიაყენა.
35 წლის მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაშიც გადაიყვანეს, თუმცა მას სიცოცხლისთვის შეუსაბამო დაზიანებები ჰქონდა მიყენებული და ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.