სოციალურ ქსელში “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ბონდო თედორაძე პოსტს აქვეყნებს და აცხადებს, რომ აქტივისტები ჩაქვში რუსეთის დროშის ჩამოსახსნელად მიემართებიან.
“დაახლოებით ორ საათში ან უფრო ადრე ვიქნებით ჩაქვში! ეს ბოროტების სიმბოლო მოიგლიჯება! ხელისუფლების პასუხისმგებლობის საკითხია ეს მარაზმი! ძალოვანი სტრუქტურები კი საერთოდ! კანონსაც ვერ აღასრულებთ?! გაფრთხილებთ : წინ არავინ დაგვიდგეს!”, – წერს სოციალურ ქსელში “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ბონდო თედორაძე.
ცნობისთვის, გუშინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო რომლის მიხედვით ჩაქვის ცენტრში რუსეთის დროშა ფრიალებს.