მომღერალი მეგი გოგიტიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ კულტურა – არის ადამიანთა დაახლოების შესაძლებლობა.
“კულტურა- არის ადამიანთა დაახლოების შესაძლებლობა,როდესაც ის სიყვარულზეა დაფუძვნებული. ,,სიყვარული კი ღმერთია,, – ამბობს იოანე ღვთისმეტყველი. მსოფლიოში ყველა ერს თავისი კულტურააქვს და ის დამაახლოებელია. ესაა შოთა რუსთაველი,პუშკინი,შექსპირი,ომარ ხაიამი და სხვა მრავალი.ისინი აახლოებენ ადამიანებს და აერთიანებენ სიყვარულის ირგვლივ.ეს კულტურა ღმერთის მფარველობის ქვეშაა.კულტურულმა ხიდებმა უნდა გააძლიეროს ერთა შორის ურთიერთობები,რათა არ მოხდეს ადამიანებს შორის გაუცხოება.რასაც შეუძლია გამოუსწორებელი შედეგების მოტანა.კულტურის სფეროში მოღვაწე ადამიანები დიდი გამოწვევის წინაშე დგანან.ისინი ვალდებულნი არიან ღვთის წინაშე,რომ ბოძებული ნიჭი გახადონ ადამიანთა გულების მოსალბობ საშუალებად.სიყვარულის მაშვალნი უნდა იყვნენ.ხელოვანმა ადამიანებმა ერთა შორის ზნეობა უნდა კვებოს.ვიმეორებ ეს ღვთის წინაშე ვალია ბოძებული ნიჭისათვის,რომელიც მოგვეცა სიმრავლედ სიკეთისა და სიყვარულისა.ქართული კულტურა ოდითგანვე აერთიანებდა კაცობრიობას.მსოფლიო იცნობს სამ ლიტერატურათმცოდნეობას: შექსპიროლოგია, გოეთოლოგია,რუსთველოლოგია.სამივე უმღერის სიყვარულს,მაგრამ შექსპირთან და გოეთესთან სიყვარული კვდება.მარადიულს მხოლოდ ქართული ცნობიერება ახმოვანებს.მარადიული სიყვარული მხოლოდ ქართულ ცნობიერებაშია.რუსთაველშია.ფაქტი ფაქტად რჩება,რომ რუსთაველი,დოსტოევსკი,შექსპირი,გოეთე,პუშკინი,ტოლსტოი, ვაჟა ფშაველა და სხვა მრავალი-უკვდავნი არიან სამყაროსთვის..ეს არის კულტურა და ხიდები ერთა შორის..ამ ხიდების დანგრევა შეუძლებელია..მცდელობა მისი დანგრევისა- ღმერთის განგებულებასთან ბრძოლას გავს.. ეხლა აუცილებელია სიყვარულის ენით საუბარი.ეხლა აუცილებელია სიყვარულის და სიმშვიდის მომტანი ხიდები.” – წერს გოგიტიძე