პენტაგონის ინფორმაციით, უკრაინაში ომის დაწყების დღიდან, დაახლოებით, 70 ათასიდან 80 ათასამდე რუსი ოკუპანტი დაიჭრა, ან დაიღუპა.
“ვფიქრობ, შეგვიძლია, დარწმუნებით ვივარაუდოთ, რომ რუსების დანაკარგი 70 ან 80 ათასი ადამიანია 6 თვეზე ნაკლებ დროში. ეს არის ბრძოლაში დაღუპულთა და დაჭრილთა საერთო რაოდენობა, ეს რიცხვი შეიძლება იყოს ოდნავ მაღალი ან დაბალი”,- თქვა, აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილე კოლინ კალმამ.
მანვე აღნიშნა, რომ ოკუპანტების დანაკარგი შესამჩნევია იმის გათვალისწინებით, რომ ვლადიმერ პუტინის ვერც ერთ სტრატეგიულ მიზანს სამხედრო ძალამ ვერ მიაღწია.