„რუსთავი 2“-ის ჟურნალისტი, დავით კაკულია სამხედრო ფორმაში გამოწყობილი თავისი ძმისშვილის ფოტოს სოციალურ ქსელში ავრცელებს და წერს, რომ ის ელოდება, როდის მისცემენ უკრაინულ ბორტს საქართველოში დაჯდომის უფლებას, რათა უკრაინის დასაცავად გაემგზავროს.
„ეს ჩემი ძმისშვილია, მეორე დღეა ელოდება, როდის მისცემენ უკრაინულ ბორტს დაჯდომის უფლებას, რომ წავიდეს იმ ქვეყნის დასაცავად სხვა მოხალისეებთან ერთად, სადაც დაიბადა, გაიზარდა, სადაც მისი დედ-მამა, პატარა ძმა 24-საათიან რეჟიმში იბომბებიან, სადაც იღუპებიან მისი მეგობრები, კლასელები, ჯგუფელები…
ამ ყველაფერს მოჰყვა ის, რომ პრეზიდენტმა ზელენსკიმ ელჩი გაიწვია საქართველოდან…
იმ უკრაინაზეა საუბარი, რომელიც ყველა ომში რუსეთთან საკუთარ მოხალისეებს უშვებდა საომრად, იმ უკრაინაზე, რომელმაც ჭუბერის უღელტეხილზე ათასობით დევნილი გადაარჩინა საკუთარი ვერტმფრენებით, იმ უკრაინაზე, რომელიც ყოველთვის იქ იდგა, სადაც ქართველების სისხლი იღვრებოდა!
სირცხვილია!“, – წერს კაკულია “ფეისბუქი”-ს პირად გვერდზე.