მსახიობი და ტელეწამყვანი ნიკა ქავთარაძე სოციალურ ქსელში პოლიციელის მიერ თბილისის მეტროში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე არასრულწლოვან პირზე ძალადობის ფაქტს ეხმაურება და წერს:
“დაკვირვებული ადამიანი შეამჩნევს, როგორ აჭყლოპინდნენ მთავრობის მლიქვნელები – იმ პოლიციელების დაჭერაზე.
რა თქმა უნდა, დამნაშავე უნდა დაიჭირო. უბრალოდ, ამ დიდ სიხარულსა და ზარზეიმში არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს არაა ერთადერთი, ან იშვიათი ძალადობა პოლიციაში.
წლებია ადამიანები ყვირიან კონკრეტულ ფაქტებზე. გვყავს ქვეყნიდან გაქცეული მსხვერპლები, გვყავს ნაცემი, ნაწამები და გარდაცვლილი ადამიანებიც.
ხოდა, ნუ მოვიტყუებთ თავს, მოვითხოვოთ ამ სიმახინჯის შეცვლა, რაც ახლა ხდება სისტემაში.
უბრალოდ, ნახეთ ნებისმიერი ვიდეო, სადაც მოქალაქეებსა და პოლიციელებს შორის არის ურთიერთობა. ნახეთ და დააკვირდით რა ტონით, რა ზიზღით, როგორი ცინიზმით ელაპარაკებიან პილიციის მაღალი თანამდებობის პირები მოქალაქეებს.
ამის მერე იმედია მიხვდებით, რომ რაც გუშინ ნახეთ, ეგაა პოლიციის სტილი.
მაინც შეგახსენებთ, რომ არცერთი პოლიციელი, მინისტრიც კი, არაა ჩვენი უფროსი, დირექტორი და მეფე. პოლიცია გვყავს იმისთვის, რომ თითოეულმა პატიოსანმა ადამიანმა თავი იგრძნოს უსაფრთხოდ. დიახ, ჩვენ ფულს ვიხდით, რომ ვიღაცამ ეს მომსახურება გაგვიწიოს.
ახლა, წარმოიდგინეთ, რომ დიდ კომპანიაში მუშაობთ, მაგალითად 5 000 კაციანში.
ხოდა, გადაწყვიტეთ უსაფრთხოების სამსახურის დაქირავება. დაიქირავეთ.
ხოდა, უცებ ხედავთ, რომ ეს დაქირავებული დაცვა თქვენს თანამშრომლებს სცემს. ყოველდღე სხვადასხვას. აი, ვინც არ ევასება, ან შეეპასუხება – სცემს. რას იზამთ?
ალბათ ჩვენიანმა გააღიზიანაო – ამას იტყვით? – არა! ადგებით და გაა*მეინებთ, თან არა იმ კონკრეტულ რამდენიმე დაცვას, არამედ მაგ უსაფრთხოების კომპანიას. რადგან ცუდად გააკეთა საქმე და ნაცვლათ დამქირავებლის უსაფრთხოებისა, თავადვე შეუქმნა საფრთხე – სცემა, იძალადა, შეურაცხყო. გაა*მეინებთ, რადგან თავს იგრძნობთ მოტყუებულად – მორალურადაც და ფინანსურადაც. იგივეა ქვეყნისთვის პოლიცია. სწორედ ამიტომ უნდა ვყვიროდეთ ნებისმიერ მცირე გადაცდომაზეც კი. არ უნდა დაივიწყოს არცერთმა პოლიციელმა, რაში იღებს ფულს და ვის ემსახურება.
სულ ესაა.
ახლა ამას თუ ისე წაიკითხავთ და გაიაზრებთ, რომ მოგონილი გასამართლებელი მიზეზებით არ დააბინძურებთ თქვენსავე გონებას, ხო კაი. თუ არადა, რა გითხრათ მეტი”, წერს ქავთარაძე “ფეისბუქი”-ს პირად გვერდზე.
https://mix.metronome.ge/25405-2/