მსახიობი ბესო ზანგური სოციალურ ქსელში ნიკოლოზ ბასილაშვილსა და ნეკა დოროყაშვილზე “ნოდარ მელაძის შაბათის” მიერ მომზადებულ რეპორტაჟს ეხმაურება და პირველ ჩოგანს სოლიდარობას უცხადებს.
“ჩემი სოლიდარობა ნიკოლოზ ბასილაშვილს. ბულინგი და ცილისწამება არანაკლები ძალადობაა…ის, რასაც დღეს TV – pirveli სასამართლოს განაჩენის გამოტანამდე უკეთებს ნიკას, ეს არის მიზანმიმართული პროვოკაცია და ფსიქოლოგიური ზეწოლა, რამაც შესაძლოა, 115-ე მუხლი აამოქმედოს “ადამიანის თვითმკვლელობამდე მიყვანის მცდელობა”.
ამიტომ მასთანაც და ჩემს შემთხვევაში ფრთხილად კომენტარებში. სულ ესაა”, – წერს ზანგური სოციალურ ქსელში.