კინოკრიტიკოსი, ტელეწამყვანი, ბაჩო ოდიშარია სოციალურ ქსელში მსჯავრდებულ საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლას ეხმაურება:
“ფსიქიატრიულზე ვინც სწავლობს მათთვის იდეალური მასალაა სააკაშვილის შლეგი გამოსვლა სასამართლოზე, მაგრამ, ჯერ-ჯერობით ჩემი ფავორიტი პასაჟი მის “სიტყვაში” ესაა: “მე არაფერში არ მჭირდება ტილიანი თანამდებობები საქართველოში… მე არ მჭირდება ტილიანი საქართველო” – ჭეშმარიტი პატრიოტის სიტყვები”, – წერს ოდიშარია “ფეისბუქი”-ს პირად გვერდზე.
საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე ბრალდებული ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმის არსებითი სხდომა გაიმართა, რომელსაც თავად ბრალდებულიც დაესწრო და სიტყვით გამოვიდა.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება პირველ ოქტომბერს დაიწყო. აღნიშნული საქმის ფარგლებში ბრალდება კიდევ 4 პირს – ელგუჯა ცომაიას, ზურაბ და შალვა წოწორიებსა და გიორგი ნარიმანიძეს აქვთ წაყენებული და ის ცალკე წარმოებად მიმდინარეობს.
აღნიშნული პირები ბრალს აღიარებენ.
https://mix.metronome.ge/25283-2/