ერეკლე დეისაძის მხრიდან პოეტ რეზო ამაშუკელის მიმართ გამოხატულ პოზიციას სოციალურ ქსელში არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა, საზოგადოების ნაწილმა მწერალი გააკრიტიკა, გააქილიკა, ზოგმაც კი პოზიცია მოუწონა.
“რეზო ამაშუკელის ხსოვნას
გედავებოდნენ სინდისზე,
შენ ოცნებობდი სხვა ცებზე,
როგორც იესომ სიკვდილზე,
შენ გაიმარჯვე ნაცებზე.
10 იანვარი. 2022.” – წერს დეისაძე “ფეისბუქი”-ს პირად გვერდზე.
აღნიშნულს ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე იუმორით გამოეხმაურა:
“არც სიცილს ვაპირებდი ამ ადამიანის სიკვდილზე და არც ტირილს, რას მერჩოდი, ვერ ვჩერდები, ყველამ რომ გაგლანძღა, თან მადლიერი არავინაა. ქოცებს ეჭვი ეპარებათ, ხომ არ ღადაობ და ნაცებს გული ეტკინათ, რეზოს რომ ჩააყოლე. არავის აღარ უყვარხარ”, – დაწერა კომენტარებში ფანჯიკიძემ, რასაც ერეკლე დეისაძემ შემდეგნაირად უპასუხა: – “რა მეშველება აწი, თვითგამოცხადებული დავით აღმაშენებლის სექტა თუ მლანძღავს.”
მანამდე მწერალმა, მუსიკოსმა და რეჟისორმა სოციალურ ქსელში სამძიმრის წერილი გამოაქვეყნა:
“ღმერთმა გაანათლოს.
პოეტი იყო და პოეტები საკუთარ ლექსებში განაგრძობენ სიცოცხლეს”, – დაწერა დეისაძემ “ფეისბუქი”-ს პირად გვერდზე.
ცნობისთვის, გუშინ, 10 იანვარს, 85 წლის ასაკში პოეტი რეზო ამაშუკელი გარდაიცვალა.
https://mix.metronome.ge/25184-2/