“ისინი სადისტები იყვნენ, მაგრამ ვერც ამ ხელისუფლების პირობებში ვხედავ რამე სასიკეთოს. რამდენი წელი გავიდა და ვიხდით მადლობებს, რომ არ გვაუპატიურებენ, არ გვკლავენ. რაც შეეხება ჩემს საქმეს, კულტურას, არავის სჭირდება, არანაირი ინტერესი არ აქვთ, რომ სახელმწიფოსთვის პრიორიტეტად იქცეს”, – ამის შესახებ დირიჟორი გოგი ჭიჭინაძე kvirispalitra.ge-სთან ინტერვიუში საუბრობს.
ამასთან, დირიჟორი ამბობს, რომ ქვეყანაში არსებული რეალობიდან გამომდინარე, ბევრ რამეზე სტკივა გული, მისი თქმით, ბოლო წლების განმავლობაში ერთსა და იმავეზე უხდება საუბარი, თუმცა, მოცემულობა არ იცვლება.
“სიმართლე გითხრათ, აღარ მინდა პოლიტიკაზე ლაპარაკი. ჯერ ერთი, არ არის ეს ჩემი საქმე და მეორეც, რამდენჯერაც გამოვხატე ჩემი აზრი, იმდენჯერ ვინანე. ვერაფერს საიმედოს ვერ ვხედავ ვერც ერთი მხრიდან და ვერც – მეორედან. ისინი სადისტები იყვნენ და ეს უკვე არაერთხელ ითქვა, მაგრამ ვერც ამ ხელისუფლების პირობებში ვხედავ რამე სასიკეთოს. რამდენი წელი გავიდა და ვიხდით მადლობებს, რომ არ გვაუპატიურებენ და არ გვკლავენ. რაც შეეხება ჩემს საქმეს, კულტურას, არავის სჭირდება და არანაირი ინტერესი არ აქვთ, რომ ეს იქცეს სახელმწიფოსთვის პრიორიტეტად. ერის გადარჩენაზე კი არა, რაზე უნდა ვილაპარაკოთ, როცა ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც საზღვრებიც კი არ გვაქვს, აიღეთ დავით გარეჯას თემა. არადა, იმედი გვქონდა, რომ რაღაც შეიცვლებოდა, მაგრამ პოლიტიკოსები აბსოლუტურად ერთნაირები არიან, ყველანი, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ ესენი სადისტები და ავადმყოფები არ არიან”, – ამბობს გოგი ჭიჭინაძე “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში.
ავტორი: – ნინო ჯავახიშვილი