მსახიობ ნიკა ქაცარიძის მოულოდნელ გარდაცვალებას, მსახიობი და ტელეწამყვანი გიორგი გასვიანი სოციალურ ქსელში ეხმაურება:
“რუსთაველის თეატრის მსახიობის, ნიკა ქაცარიძის უეცარმა გარდაცვალებამ გლოვაში ჩაგვყარა მთელი ქართული თეატრი! თანაც, ქართული თეატრის დღე ახლოვდებოდა და სიხარულის მაგივრად სიმწარედ იქცა”, – წერს მსახიობი “ფეისბუქი”-ს პირად გვერდზე.
ნიკა ქაცარიძე დაიბადა 1978 წლის 29 ნოემბერს, თბილისში. მსახიობი 43 წლის იყო.
დაამთავრა საქართველოს თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი და იყო შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრის მსახიობი 2005 წლიდან. შესრულებული აქვს 15-მდე როლი თეატრში.
ასევე მონაწილეობდა სერიალებსა და სატელევიზიო პროექტებში.
https://mix.metronome.ge/24997-2/