მწერალი ირაკლი კაკაბაძე საქართველოს პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს, სადაც საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიასა და პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას სიკვდილს შეისწავლიან.
“პარლამენტში აუცილებლად უნდა შეიქმნას საგამოძიებო კომისია, რომელიც გამოიძიებს ზვიად გამსახურდიას და ზურაბ ჟვანიას სიკვდილს!”, – წერს კაკაბაძე “ფეისბუქის” პირად გვერდზე. პოსტის კომენტარებში კი სოციალური ქსელის მომხმარებლის საპასუხოს დასძენს: – “აქ გვერდი და პედესტალებზე ადგილის მოზომვა კი არ არის, არამედ ლაპარაკია დიდ სახელმწიფო დანაშაულებზე. ცხადია, ზვიადი ნომერ პირველია ჩვენი დამოუკიდებლობის ამბავში – და პირველ რიგში მის წინააღმდეგ სამხედრო გადატრიალება და მისი მოკვლაა განსასჯელი. ამავე დროს, პრემიერ ჟვანიას მკვლელობაც დიდი დანაშაულია და ისიც უნდა გაიგოს ხალხმა ვისი გაკეთებულია. ამის გარეშე ქვეყანაში სიმშვიდე ვერ იქნება. ეს ორი საქმე – და ამას დამატებული კიდევ უამრავი ტერორის მსხვერპლი შევარდნაძიდან მოყოლებული და გაგრძელებული, რომელზეც სტრასბურგმა განაჩენი გამოიტანა.”
https://mix.metronome.ge/24697-2/