მომღერალი მერაბ სეფაშვილი საქართველოს გუშინდელ კოვიდსტატისტიკას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, ვირუსით 80 ადამიანი გარდაიცვალა.
„80 გარდაცვლილი დღეში და ვითომ არაფერი ისეთი არ ხდება, რაზეც უნდა იყოს ყველაზე დიდი განგაში… ვაახ, ეს რა ხდება!..“ – წერს მომღერალი “ფეისბუქის” პირად გვერდზე.
რაც შეეხება 1 დეკემბრის მონაცემებს, საქართველოში კორონავირუსის 4 459 შემთხვევა გამოვლინდა. Stopcov-ზე განახლებული მონაცემებით, ბოლო 24 საათში ვირუსს 65 ადამიანი ემსხვერპლა.
კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 957 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით 51 321-ს შეადგენს. მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 32 187, PCR ტესტით – 19 134
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 8,69%, ბოლო 14 დღის – 8,91%, ბოლო 7 დღის – 8,65%
სულ აცრილია – 2 183 335, დღიურად აცრილია – 11 999.
ამასთან, დღეიდან საქართველოში “მწვანე პასპორტი” ამოქმედდა. ბარათის გარეშე შესვლა შეუძლებელი ხდება რესტორნების და ბარების ღია და დახურულ სივრცეებში, კინოთეატრებში, თეატრებში, გასართობ ცენტრებში, სათამაშო ბიზნეს ობიექტებზე, სპა ცენტრებში, ფიტნეს დარბაზებსა და სასტუმროებში.