ისტორიკოსი, ანალიტიკოსი ნუკრი შოშიაშვილი “ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს:
“ეს მასკარადი რომ დასრულდება, სასამართლო რომ მიუსჯის პატიმრობას და სააკაშვილი ქართული პოლიტიკის წარსული როდესაც იქცევა, მერე საუბარი, დისკურსი გადავა აბსოლუტურად სხვა თემებზე.
მერე აღმოვაჩენთ, რომ მემარცხენეს და მემარჯვენეს, კონსერვატორს და ლიბერალს, სულ სხვა პოზიები გვაქვს და იდეების, ფასეულობების ირგვლივ შეგვეძლება ერთმანეთთან კამათი და დისკუსია.
ეხლა ეს ყველაფერი აზრს კარგავს, იმიტომ, რომ ეგზისტენციალური საშიშროების წინაშე ვართ, შეიძლება ეს განცდა ხშირად გადამეტებული იყო, მაგრამ ტრავმები თავისას შვება.
ისინი სააკაშვილში ხედავენ სახელმწიფოს დამაარსებელს, იმიტომ, რომ პატრული შემოიღეს, გზები დააგეს, ელექტროკრიზისი გადალახეს, ხოლო, ჩვენთვის სააკაშვილი ამ სახელმწიფოს სუვერენობის ყველაზე დიდი დარტყმა იყო, ტერიტორიული დანაკარგებით, სტრატეგიული ობიექტების რუსებზე გადაცემით – სავაჭროც კი არაფერი დაგვიტოვეს რუსებთან, ყველაფერი ისე იაფად გადასცეს (ფულს სუნი არ ასდისო ამბობდნენ) და რაც მთავარია, ყველას ოჯახს შეეხნენ, ადამიანი არ იყო ვისი ოჯახის წევრი ან ნათესავი ციხეში არ იყო ნაჯდომი სააკაშვილის დროს და თან როგორ ციხეში.
დღეს საჯარაო სამსახურში და სახელმწიფო უწყებაში დასაქმებული ტიპები თავისუფლად და საჯაროდ აკრიტიკებდნენ ხელისუფლებას, მაშინ ტელეფონს ვთიშავდით და გვერდზე ვდებით ხომ არ გვისმენენო, სიჩუმე და შიში იყო.
რისი გეშინოდა? იმის გეშინოდა, რომ ყველაზე ლაით შემთხვევაში საარსებო საშუალებების გარეშე დაგტოვებდნენ, ხოლო თუ გადაგეკიდებოდნენ ჯოჯოხეთს მოგიწყობდნენ, შენ ოჯახის წევრების, მათ შორის არასრულწლივან შვილის ლიკვიდაციითაც დაგემუქრებოდნენ.
იმ რეპრესიული სისტემის გეშინოდა, როდესაც ერთი დაგიჭერდა, ტელევიზიები გაგაშავებდნენ, ხოლო ე.წ, ლიბერალური კულტურული ელიტა, რომელიც 24 საათი ტელევიზიაში იჯდა და გმოძღვრავდა, არც კი შეგამჩნევდა.
როდესაც ასეთი საფრთხე არსებობს, აღარ გეფიქრება მემარჯვენეობა-მემარცხენეობაზე და ა.შ. გინდა რომ უბრალოდ ამ საფრთხემაც კი არ იარსებოს. მასლოუს პირამიდა როგორცაა, თუ საბაზისო მოთხოვნილება როგორიცაა უსაფრთხოება და საკვები არ გაქვს გარანტირებული, სხვა უფრო მაღალზე ვერ გადახვალ, აქ როდესაც ელემენტარულ უსაფრთხოების წინაშე ხარ, რა დროს სხვა რამეა.
ადამიანებთან საუბარი, მათი პირადი ისტორიების მოსმენა და რაც მთავარია ტელევიზიაში ყოფნის შემდეგ იმ რაოდენობით მასალის ნახვა, რაც მათ ჩაიდინეს, უბრალოდ არ გაძლევს საშუალებას იყო “ნეიტრალური დამკვირვებელი”.
დაიჭერენ ამ სადისტური სისტემის შემოქმედს და დასრულდება ყველაფერი”, – წერს შიოლაშვილი სოციალურ ქსელში.