ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლას “ფეისბუქის” პირად გვერდზე ეხმაურება:
“ამას რა უნდა ჰოსპიტალში?!
დააბრუნეთ რუსთავში!
დაიწყო, აღარ ჩერდება, ბოდავს, ეს ჩემისა!
თავისი ადვოკატებიც კი გამოაშტერა. ისედაც შტერები არიან, მაგრამ წაუმატა.
ეს მოსამართლეები ლომჯარიას დაქალები არიან?!
რას უსმენენ, ან არ ეზარებათ, ან საკუთარი თავები არ ეცოდებათ?!
აუუუუუ…. ყველაფერი გამაძრესო, ტატრაყუნა ამიყვანეს და დამაგდესო.
მაწამესო!
თანაც ორკესტრირებულადო!
ამ სახელმწიფოს შემქმნელი აწამესო!”, – წერს ზედელაშვილი სოციალურ ქსელში.
დღეს, 29 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე ბრალდებული საქართველოს ექს-პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
ბრალდებული სხდომას თავად პირველად ესწრება.
სახელმწიფო ბრალდება მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება.
საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, რამაც ფიზიკური, ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების, ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. აღნიშნული ბრალი სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
https://mix.metronome.ge/23955-2/