საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტი დავით ოქიტაშვილი “ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს:
“რატომ ებრძვიან ნაცები და მათი ტელევიზიები ირაკლი ღარიბაშვილს განსაკუთრებულად?! იმიტომ, რომ სხვა სისხლის სამართლის დამნაშავეებთან ერთად მან ციხეში ჩასვა:
ვანო მერაბიშვილი
გიგი უგულავა
ბაჩო ახალაია
მეგის ქარდავა
არაერთი ციხის ჯალათი…
ნიკა მელი და მიხეილ სააკაშვილი!
მანვე ძებნა გამოაცხადა დავით კეზერაშვილზე, დათა ახალაიასა და ზურაბ ადეიშვილზე და არ შევიდა ნაცებთან გარიგებაში!!!
პრემიერად დაბრუნებისთანავე ბრძოლა გამოუცხადა მოსახლეობის გამყვლეფელ –
ფარმაცევტულ მაფიას!!! კაზინოების მაფიას!!! და რაც მთავარია:
ტრადიციული ფასეულობების დამცველია.
დააკავა არაერთი ნაცჯალათი.
საჯაროდ დაუპირისპირდა “ნაცების” უცხოელ, სამარცხვინო ლობისტებს.
დავით გარეჯის საქმეც მან დადო გამომძიებელთა მაგიდაზე
იმიტომ, რომ ყველასათვის ცნობილია, მისთვის პირველ რიგში მნიშვნელოვანია ქართველი ხალხის აზრი და არა ნაცების ლობისტების!!! ქართველი ხალხის ღირებულებები და არა ვინმე სხვის!!! და რაც მთვარია, ღარიბაშვილმა ბრძოლა გამოუცხადა უმოქმედობას და დაიწყო რეალური საქმის რეალურად კეთება!!!
სწორედ ეს მიზეზებია, რომელთა გამოც ასე ოცნებობენ მის გადადგომაზე კოლექტიური ნაცები, თუმცა, მათი ოცნება ოცნებად დარჩება!!!
სუსი ქენით, სუსი თქვე მწამებლებო!”, – წერს ოქიტაშვილი სოციალურ ქსელში.