ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი “ფეისბუქის” პირად გვერდზე ჩეხეთში კოვიდინფიიცირებული პრეზიდენტის მიერ პრემიერ-მინისტრის ფიცის მიღების ამსახველ ფოტოს აქვეყნებს:
“შეშლილი, შეშლილი, შეშლილი მსოფლიო. ფოტოზე ხედავთ, თუ როგორ დებს ფიცს ჩეხეთის ახალი პრემიერი კოვიდით დაავადებული, აკვარიუმში მჯდომი პრეზიდენტის წინაშე!” – წერს კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში და ურთავს ფოტოს.