“ოცნების” ერთ-ერთი ყველაზე დიდი “წარმატება” არის ის, რომ წაგვართვა პროტესტი. იმდენად შეგვაჩვია უზნეობას, არაფერი აღარ მოქმედებს ჩვენზე”, – ამის შესახებ TV – “პირველის” წამყვანი ვიკა ბუკია “ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს.
“აი, ბევრი ფიქრიც არ უნდა იმას, თუ რა ჯოჯოხეთი ხდება ბათუმში.
საკრებულოს წევრი ოპოზიციიდან გარდაიცვალა გულის შეტევით.
მანამდე ვნახეთ მისი გადმობირების უღირსი მცდელობა და აუდიოჩანაწერები.
კითხვები ვისაც არ უჩნდება (როგორც მინიმუმ), რომ მისი გარდაცვალება იმ დიდი სტრესის შედეგია, რაშიც ეს კაცი ჩააგდეს – ან უზნეოა ან სულელი.
ეს ყველაფერი არაა. ამ ამბავს მოყვა გუშინდელი საკრებულოს სხდომა. როცა ყველასათვის მოულოდნელად “ვადაგასულმა” წევრებმა გადაწყვიტეს მიეღოთ ახალი წლის ბიუჯეტი. ანუ აქაც ჩანს რა ისტერიკაა და რას ემსხვერპლა ბათუმის საკრებულოში მაჟორიტარული სისტემით არჩეული ნუგზარ ფუტკარაძე.
ეს ორივე ამბავი, ისეთი შოკისმომგვრელია, ქვა ქვაზე არ უნდა დარჩენილიყო. ანუ საკრებულომ, რომელსაც ამოეწურა ვადა გადაწყვიტა ადამიანების ბიუჯეტი განაგოს. ეს ფაქტობრივად მიტაცებაა სახელწმიფოსი. გადატრიალებაა. არ ვიცი, რაც გინდათ ის დაარქვით. და ამ ისტორიაში უცნაურ გარემოებაში ადამინის გარდაცვალების ისტორიაცაა.
და ბოლოს, ეს ყველაფერი იმიტომ ხდება თურმე, რომ ახლად არჩეულმა მერმა არჩილ ჩიქოვანმა (აი, ის კაცი მეგის ქარდავას ფოტოდან) ხელფასი მოიმატოს.
ასე იწყებს ჩიქოვანი:)
ბათუმო, გძინავს? თბილისს დიდი ხანია ჩაეძინა”, – წერს ბუკია სოციალურ ქსელში.