„ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე 24 ნოემბერს იუბილარი გახლდათ. აღნიშნულთან დაკავშირებით მმართველი გუნდის წარმომადგენელმა “ფეისბუქის” პირად გვერდზე სამადლობელი ტექსტი გამოაქვეყნა:
“დაბადების დღე – დღე, როდესაც პოლიტიკოსსაც კი გექმნება ილუზია, რომ ყველას უყვარხარ.
ან დღე, როდესაც შენზე ან კარგს ამბობენ, ან არაფერს – ეს უარესია, ყველას “ჯვარი გვწერია”.
სინამდვილეში, ეს არის დღე, როდესაც უამრავი შენი ახლობელი, მეგობარი, მოკლედ – კეთილისმსურველი, ერთად გამოჩნდება-ხოლმე და უდიდესი ენერგიით გმუხტავენ!
ამისთვის უღრმესი მადლობა ჩემო მეგობრებო!
P. S. გუშინ (მათ შორის წინა წლების გამოცდილების მიხედვით) გადავდე თითქმის ყველა საქმე, თუმცა მაინც ვერ შევძელი ყველასთვის მეპასუხა, რისთვისაც დიდი ბოდიში და კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა!”, – წერს მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში.