კასპში მომხდარ ავარიას 23 წლის ახალგაზრდა, გიორგი დალაქიშვილი ემსხვერპლა. ის სიძესთან ერთად ავტომობილით გადაადგილდებოდა, რა დროსაც, მანქანა ხეს შეეჯახა. მეორე პირი დაშავდა და საავადმყოფოშია გადაყვანილი.
უბედური შემთხვევა გუშინ მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.