საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძე, ვერაზე მოკლული ნიკოლოზ კვარცხელიას საცოლის შესახებ “ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს.
ზამბახიძე გადაცემას “დროება” გამოეხმაურა, სადაც ნიკოლოზ კვარცხელიას შეყვარებული, საუბრობს და აღნიშნავს, რომ დაწყებულ საქმეს აუცილებლად გააგრძელებს.
“ნიკო და მისი საცოლე ერთად სწავლობდნენ ერთი ღირებულებები ჰქონდათ და ერთად უნდოდათ სამყარო უკეთესობისკენ შეეცვალათ! ნიკოს ანი.
ეს გოგოც დაიმახსოვრეთ, ისიც მომავლის გოგოა! თავისი მომავლის ბიჭის მომავლის გამგრძელებელი!” – წერს ნინო ზამბახიძე სოციალურ ქსელში.
“დროების“ ინფორმაციით, ახალგაზრდა წყვილი ქორწილის შემდეგ საზღვარგარეთ გამგზავრებას გეგმავდა, რათა ნიკოლოზ კვარაცხელიას მიერ დაარსებული კომპანია საერთაშორისო ბაზარზე უფრო წარმატებული ყოფილიყო.
“ნიკოს დაწყებულ საქმეს ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოშიც და ასევე უცხოეთშიც, ჩვენი ოჯახის გადაწყვეტილებით იქნება ნიკოს სახელობის სტიპენდია. ნიკო ჩემთვის მომავალი იყო“, – ამბობს მოკლული ახალგაზრდის საცოლე.
ცნობისთვის, შსს-ს ინფორმაციით, ვერაზე ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის ფაქტი გახსნილია. ანჯაფარიძის ქუჩაზე, 22 წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრო ორ ადამიანს ეძებს. როგორც შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ნიკა კვარაცხელიას მიმართ 10-ზე მეტი გასროლა განხორციელდა, სავარაუდო დამნაშავემ კი ტერიტორია თანამზრახველთან ერთად ნაქირავები მანქანით დატოვა. პროკურატურის ინფორმაციით, ვერაზე, ნიკა კვარაცხელიას განზრახ მკვლელობის საქმეზე, ორი პირის მიმართ ბრალის წარდგენის თაობაზე დადგენილება გამოტანილია.