ჟურნალისტმა ელისო კილაძემ “მთავარი არხის” ეთერში ხათუნა ჟორდანიას გამოჩენა შეაფასა, სადაც მან ნიკა გვარამიასთან ინტერვიუში საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა. კილაძემ “ფეისბუქის” პირად გვერდზე დაწერა:
“ნაციონალებმა” გვასწავლეთ ზიზღიო, -ხატია დეკანოიძეს ამკობდა ორი თვის წინ ხათუნა ჟორდანია.
გუშინ ისეთი ფლირტი ვიხილე “მთავარი არხის” ეთერში, თითქოს ორი წლის უკან მე ვითხოვდი ქოცების დახურულ ჯგუფში გვარამიას (და კილაძის)პროფილის მასიურ დარეპორტება-გაქრობას და გვარამიას დაცვის გამო არ მომივარდა ტვ “პირველის” ეთერში ხათუნა ჟორდანია.
არ მესმის ამ პერო სასტავის და მომკალით თუ გინდა.
პ.ს. არც ნინის მოკითხვის, “ – დაწერა კილაძემ სოციალურ ქსელში.
აღნიშნულს თავად ხათუნა ჟორდანია გამოეხმაურა:
“გაიგეს გამოვჯანმრთელდი და მომესიენ სვავები
მენტალურ ელისო კილაძეებზე დიდი ბოროტება, სიმსივნე დ მეტასტაზები არ მეგულება მთელს დედამიწაზე!!!” – დაწერა ჟორდანიამ “ფეისბუქზე”, რასაც კილაძემ შემდეგი სიტყვებით უპასუხა:
“ეს ტვინით ავადმყოფი ქოცანდარა და სულით მეძავი რა დღეშია !
მე ვყოფილვარ ბოროტება და ეს ქოცი სიკეთე,” – დაწერა ელისო კილაძემ.