საქართველოში გართულებულ ეპოდიმიოლოგიურ ვითარებასთან დაკავშირებით ჟურნალისტი ეკა კვესიტაძე “ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს:
“როცა ჩემი მეცნიერი მეგობარი მეუბნებოდა, რომ საყოველთაო ვაქცინაციის გარეშე ეს პანდემია საქართველოში საბოლოო ჯამში 20 ათას ადამიანზე მეტს შეიწირავსო, არ დავუჯერე. მეგონა, რომ ძალიან აზვიადებდა. ახლა უკვე მჯერა,” – წერს კვესიტაძე სოციალურ ქსელში.
3 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით 4 827 ადამიანი დაინფიცირდა.
გარდაიცვალა კიდევ 34 ინფიცირებული პირი. ამასთან, გამოჯანმრთელდა 1895 პაციენტი. ინფორმაცია stopcov.ge – ზე განახლდა.
ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით -43 932, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 15 258, PCR ტესტით -28 674.
სულ აცრილია – 523 466, დღიურად აცრილია – 16 677.
კორონაპანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში COVID-19-ით დაინფიცირდა 428 670, გარდაიცვალა 5 910 ადამიანი, ხოლო ვირუსი დაამარცხა -388 893-მა პირმა.
“ეს ჩვენ ვერ დაგვბრალდება…” – ნანუკა ჟორჟოლიანი მიმართვას ავრცელებს