eachnight-ი საინტერესო ვაკანსიას აქვეყნებს, სადაც მთავარი მოთხოვნა დღის საათებში 1 თვის განმავლობაში ძილია და ანაზღაურება 1 500 დოლარი. ნებისმიერ ქვეყანაში მცხოვრებ ადამიანს შეუძლია შესარჩევ ტურში მონაწილეობა.
“ჩვენ შეპყრობილები ვართ ძილით და ჩვენი მთავარი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომელიც გჭირდებათ უკეთ გამოსაძინებლად.
ამრიგად, ჩვენ გვინდა რამდენიმე თეორიის შემოწმება. ვიცით, რომ ზოგადად, სხვადასხვა ხანგრძლივობის ძილს არსებობს და განსხვავებული სარგებელი აქვს, ამიტომ, ვცდილობთ ამ ყველაფრის გამოცდას, რაშიც თქვენი დახმარება გვჭირდება!
ჩვენ დავიქირავებთ ხუთკაციან გუნდს, რომ გახდეს “Nap Reviewers” და გადაგიხდით ძილის დროს! ჩვენ არ ვხუმრობთ. აპლიკანტები ყველა ქვეყნიდან მისასალმებელი იქნება, რომლებიც 18 წლის ზემოთ უნდა იყვნენ. განაცხადების შევსების ვადა 2021 წლის 31 მაისს იწურება.
თითოეული “Nap Reviewer” მიიღებს ანაზღაურებას 1 500 დოლარის ოდენობით. თუ თვლით, რომ ამ სამუშაოსთვის შესაფერისი ადამიანი ხართ, გთხოვთ, შეავსოთ განაცხადის ფორმა.” – აღნიშნულია ვაკანსიის აღწერილობაში.