14 აგვისტოს თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მატარებლები ზონალურად იმოძრავებენ. თბილისის მერიის ინფორმაციით, მგზავრთა მომსახურება შეჩერდება მეტროსადგურ „დიდუბიდან“ „სადგურის მოედნამდე“. აღნიშნული, მეტროსადგურ “გოცირიძის“ მგზავრთა მოსაცდელ ბაქანზე რკინა-ბეტონის მოწყობის სამუშაოები დაწყებას უკავშირდება.
მატარებლები იმოძრავებენ მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრიდან“ „დიდუბემდე“ და „სადგურის მოედნიდან“ „ვარკეთილამდე“ .
თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზი ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.