მომღერალი ნინი ბადურაშვილი გუდაურიდან ვიდეოს აქვეყნებს, სადაც გიორგი გილიგაშვილიც ჩანს. ნინი და გიორგი თოვლში ცეკვავენ და ორივეს ქურქი აცვია.
ნინის ქურქმა “ინსტაგრამზე” დიდი გამოხმაურება გამოიწვია და მომღერალი გააკრიტიკეს კიდეც.
“ნინი, როცა მთელი ცივილიზებული სამყარო შეთანხმდა რომ გვამები აღარ ჩავიცვათ, იქნებ თქვენც გეფიქრათ. რა ცუდია, როცა ცნობილი ადამიანი ნატურალური ქურქით გამოწყობილი ცეკვავს/მღერის???”, – უწერენ კომენტარებში.
როგორც ცნობილია, გიორგი გილიგაშვილი ახალ სიმღერას წერს და მის კლიპში ნინიც მონაწილეობს.