– ისეთები მოხდა… მიშა გომიაშვილს ინფარქტმა დაარტყა, მერე გაუმეორა…გუშინ გამოვიდა საავადმყოფოდან. ახალ წლამდე ორი შუნტი აქვს გასაკეთებელი და სტენტი… სხვა არაფერი ხდება. ხან ასე ვარ, ხან – ისე. ახლა ფილტვების ანთება მაქვს. გადაღებაზე გავცივდი.
– კოვიდს ხომ არ დაუკავშირეს ანთება?
ხალხმრავლობა გენატრებათ…
– რა ვქნა, მხატვარი ან პოეტი რომ ვიყო, უფრო ადვილად გადავიტანდი… დავბერდი და ყველაფერი მტკივა, მაგრამ რაღაცის კეთება მაინც მინდა… არ შემიძლია ასე ჯდომა, გავგიჟდი… ხანდახან შვილიშვილთან განვმარტოვდები ხოლმე, ან ძაღლს ვასეირნებ.
არა, ჯერ არ ხართ ბებერი…
– 67 წლის, აბა, ვინ ვარ?! არასდროს მიფიქრია, ისე ვიცხოვრო, რომ დიდხანს ვიცოცხლო-მეთქი და როგორ ვარ აქამდე, არ ვიცი… ახლა იძულებული ხარ, წინ გაიხედო. გამოირკვა, რომ ჯერჯერობით, 10 წლის განმავლობაში მაინც, სიკვდილის უფლება არ მაქვს, იმიტომ, რომ სახლი მაქვს ჩადებული ბანკში. მე და ჩემი ცოლი, 43 წელია, ერთად ვცხოვრობთ, კი ვჯაჯღანებ, მაგრამ უერთმანეთოდაც არ შეგვიძლია.
– პირბადეს როგორ მიეჩვიეთ?
– საშინელებაა, თან ენფიზემა გვაქვს მეც და ჩემს ცოლსაც და ძალიან გვიჭირს, თუმცა ვემორჩილებით. რეგულაციები საჭირო იყო, დაღლილი და დაინფიცირებული ექიმები უნდა დაასვენონ, რომ მერე მათ ჩვენ მოგვიარონ. ძალიან დიდ პატივს ვცემ ექიმებს. მსახიობი რომ არ ვყოფილიყავი, ქირურგი ვიქნებოდი.
ახლანდელი თბილისი ცარიელია, პირბადიანი, დისტანციური… თან შავ-თეთრია, გაუგებარი არქიტექტურით. არ შეიძლება საპატრიარქოს გვერდით იყოს სამორინე, საშინელ ასოციაციებს იწვევს. გადათხარეს, ვერა ვერას აღარ ჰგავს, ვაკე – ვაკეს.
იხილეთ სრულად – kvirispalitra.ge