იურიდიულმა კომპანიამ, სახელად Brown Rudnick-მა, თავისი თანამშრომელი და ჯონი დეპის ადვოკატი, კამილა ვასკესი, სასამართლო პროცესის მოგებიდან ერთ კვირაში დააწინაურა. კამილა ვასკესი Brown Rudnick-ის ოფიციალური პარტნიორი გახდა, რაც ფირმის შემოსავლიდან გარკვეული პროცენტის მიღებასა და პროფესიულ საქმიანობაში მისი სტატუსის გაზრდას გულისხმობს.
“ჯონი დეპის სასამართლო პროცესის დროს კამილას პროფესიონალიზმმა ყველას დაუმტკიცა, რომ კარიერაში მას შემდეგი ნაბიჯის გადადგმა უკვე შეუძლია” – ამბობს Brown Rudnick თავმჯდომარე.
ამ ფაქტთან დაკავშირებით თავად კამილა აცხადებს, რომ ფირმის მხრიდან მისთვის სრული ნდობის გამოცხადებით მოხარულია.