“ნაპოლის“ ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია გამოეხმაურა 169-ე საჯარო სკოლის პედაგოგის კომენტარს, რომელსაც სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
“ხვიჩა, მარტო სირბილი ვერ გიშველის, გაკვეთილები ისწავლე!!!“ – წერდა მასწავლებელი ხუმრობით, სოციალურ ქსელში.
ამაზე, ქართველმა ფეხბურთელმა ხუმრობითვე უპასუხა:
“იმდენი მასწავლეთ მანანა მას, მეყოფა მთელი ცხოვრება”, – დაწერა მან.
ამავე თემაზე: ვინ არის მასწავლებელი, რომელიც კვარაცხელიას სწავლისკენ მოუწოდებს – “მარტო სირბილი ვერ გიშველის”
ამავე თემაზე: “როგორი ჭკვიანიც იყო გაკვეთილზე, ისეთივე გონიერია მოედანზე!” – ხვიჩა კვარაცხელიას მასწავლებელი