ხულოში, სოფელ ბოძაურში ძლიერი ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლი დაიწვა. სახლთან ერთად დაიწვა ასევე მის ირგვლივ მდებარე სათავსო ნაგებობები. – ამის შესახებ ინფორმაციას “ბათუმელები” ავრცელებს.
მათივე ცნობით, რიყეთის რწმუნებულის, გოჩა შანთაძის თქმით, სახლში ხუთსულიანი ოჯახი ცხოვრობდა.
“იმდენად ძლიერი ხანძარი იყო, ვერაფრის გადარჩენა ვერ შეძლეს. ყველაფერი დაეწვათ,” – განაცხადა გოჩა შანთაძემ.
მისივე თქმით ოჯახს ხულოს მერია დაეხმარება და უკვე ნაპოვნი აქვთ სახლი, სადაც ხუთსულიანი ოჯახი დროებით თავს შეაფარებს.
ფოტო: “ბათუმელები”