საქართველოში კვლავ უამინდობას პროგნოზირებენ. როგორც “რუსთავი 2-ს” არემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა, დოდო გვაზავამ განუცხადა, დღეიდან 14 რიცხვის ღამის საათებამდე, დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში დროგამოშვებით იქნება ხანმოკლე ხასიათის წვიმა, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლოა იყოს ელჭექი და სეტყვა.
“დასავლეთ საქართველოში დროგამოშვებით იწვიმებს, მაგრამ მთიან რაიონებში შესაძლოა ელჭექი იყოს. ჰაერის მაქსიმალურ ტემპერატურას დასავლეთ საქართველოში კვლავ დაბალს ვინარჩუნებთ, დაბლობ რაიონებში 10-12 გრადუსი იქნება, აღმოსავლეთ საქართველოში კი, რამდენიმე გრადუსით მეტი დაახლოებით 11-დან 12-17 გრადუსის ფარგლებში. ეს ხდება 14-ის ღამის საათების ჩათვლით.
14 რიცხვის დღის საათებში მთელს საქართველოში მოსალოდნელია უნალექო ამინდი, მივდივართ გამოდარებისკენ და 15-16 აპრილს, დასავლეთ საქართველოში შეიმჩნევა ტემპერატურის მკვეთრი მატება და შესაძლოა ტემპერატურა 24-25 გრადუსი იყოს.
აღმოსავლეთ საქართველოშიც თითქმის იგივე ფარგლებში იქნება ტემპერატურა, მაგრამ 17 აპრილიდან, კვლავ არამდგრადი ამინდებია მოსალოდნელი შაბათ-კვირის ჩათვლით,”- განაცხადა დოდო გვაზავამ.