დაჭრილი პატიმრის, გურამ სვანიძის დედა ნათია შენგელია აცხადებს, რომ მისი შვილის მდგომარეობა მძიმეა.
“ძალიან კრიტიკულია მდგომარეობა, ვემზადებით ცუდისთვის, შემამზადეს”, – აცხადებს დაჭრილი პატიმრის გურამ სვანიძის დედა.
ესკორტის ოფიცერი, რომელსაც პატიმარმა ცეცხლსასროლი იარაღი ამოაცალა და თავის არეში ჭრილობა მიიყენა, ბრალის წარდგენას ელოდება. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ის გუშინ დააკავა. დაკავებულ ოფიცერს სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულება ბრალდება, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ნარკომანიის პრევენციის ცენტრში მომხდარი ინციდენტის ამსახველი კადრები გაასაჯაროვა, რა დროსაც პატიმარმა ესკორტის ოფიცერს ე.წ. კაბურიდან იარაღი ამოაცალა და რამდენჯერმე ისროლა. დაჭრილი კვლავ რეანიმაციაში რჩება. როგორც გურამ სვანიძის დედა აცხადებს, მისი შვილის მდგომარეობა მძიმეა.