მომღერალი ნინი შერმადინი სოციალურ ქსელში, ბათუმის მერის მოადგილის, სოფო ხალვაშის მხარდამჭერ პოსტს აქვეყნებს.
„სოფოსნაირი ბევრი გყავდეთ მთავრობაში რაღა გიჭირდათ!!!! ვაი თქვენს პატრონს! 8 აგვისტოს მე და სოფო ერთად გავცემდით სისხლს ქართველი ჯარისკაცებისთვის! თქვენ თავში ეძებეთ ერის მოღალატეები და მერე სხვას ეძახეთ. ძალიან დიდი დანაშაულია გადაუმოწმებლად ესე ადამიანს ტალახი ესროლო! Sopho Khalvashi მიყვარხარ და ძალიან მაგარი გოგო ხარ! ბევრი წარმატება და ჩემი მხარდაჭერა შენ! ყველგან და ყოველთვის!“ – წერს შერმადინი