„პრაიმტაიმმა“ გაარკვია, რომ შეიარაღებული პირი, რომელიც გლდანში ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში აფეთქებით იმუქრებოდა, ცოლთან შერიგებას ითხოვდა. ის უკვე დაკავებულია. შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა.
მამაკაცი სახლში ე.წ ლიმონკით ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა და ამბობდა, რომ თავს აიფეთქებს, თუ ცოლი არ შეურიგდება. ჩვენი ინფორმაციით, წარსულში ძალადობრივი დანაშაულისთვის არის ნასამართლევი.
წყარო: “პრაიმტაიმი”