ავტოსაგზაო შემთხვევას ხარაგაულელი ახალგაზრდა, 18 წლის ლიზი ხურცილავა ემსხვერპლა. შემთხვევა თბილისში რამდენიმე დღის წინ მოხდა.
გოგონა სხეულის დაზიანებებით კლინიკაში მიიყვანეს, თუმცა, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს – ის დღეს გარდაიცვალა.
“ლიზი ჩემო ციმციმა და კეთილო, უთბილესო, რატომ, შვილო? დაგვტოვე ყველა შენ ხომ ახლა გიხაროდა სიცოცხლე. ვაი შენს დედას შვილო. გული მეწვის. შენ ხომ ძალიან გიყვარდა ყველა” – წერს გარდაცვლილის ახლობელი, რიტა მდივნიშვილი სოციალურ ქსელში.
ლიზი ხურცილავამ ხარაგაულში საჯარო სკოლა წელს დაასრულა.