ქუთაისთან ახლოს, ერთ-ერთ სოფელში, მდინარეში 14 წლის რუსთაველი ბიჭი დაიხრჩო. არსებული ინფორმაციით ნიკუშა სტუმრად იყო სოფელში, დასასვენებლად იყო ჩასული, რა დროსაც უბედური შემთხვევა მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით მოზარდს ფეხი დაუცურდა, მდინარეში ჩავარდა და ძლიერი დინების გამო, ნაპირზე გამოსვლა ვეღარ შეძლო. ბავშვი მდინარეზე თანატოლებთან ერთად იმყოფებოდა.
14 წლის ბიჭი რუსთავის 21-ე საჯარო სკოლის მოსწავლე იყო.
”ეხლა ვის ვთხოვო დახმარება როცა რამე გამიჭირდებავინღა მეტყვის ჩემი ძმახარ ქეთო ისე როგორც შენ მეუბნებოდი ნიკუშვინღა მებუზღუნება სურათებს რო გადავუღებჩემი სამყარო ხარ ძმაოსულ ჩემ გულში იქნები ჩემო ნიკუშა შევხვდებით როცა შევხვდებითჩვენი საიდუმლოებები გპირდები სულ ჩემთან იქნება ვეღარავინ გამიგებს ისე როგორც შენჩემო ანგელოზოჩემო თვალებბრიალა ბიჭო” – წერს ახლობელი.