ჟურნალ “თბილისელებთან” ინტერვიუში მსახიობმა და ტელეწამყვანმა რუსკა მაყაშვილმა ფინანსების სწორად გადანაწილებაზე და ფულის პრაგმატულად ხარჯვაზე ისაუბრა.
,,ჩემი პირველი ხელფასი 40 ლარი იყო. სტუდენტურ სპექტაკლში ვითამაშე. მაშინ თეატრალურში ჩაბარებულიც არ მქონდა, მოსამზადებელი პერიოდი იყო. ეს 40 ლარი „მაკდონალდსში“ დავხარჯე. გულწრფელად ვამბობ, მართლა საოცარი შეგრძნება იყო, რაღაც გავაკეთე, ვიმუშავე და ჰონორარი ავიღე. უდიდესი სიამოვნება მივიღე. თავი ძალიან მაგარი მეგონა. პრინციპში, მაშინ „მოვიწამლე“ ამ შეგრძნებით და მას შემდეგ, სულ მინდოდა, რომ საკუთარი გამომუშავებული ფული მქონოდა. სწორედ მაშინ გადავწყვიტე, რომ არასდროს არავის ხარჯზე არ ვიცხოვრებდი და რომ ყოველთვის საკუთარ თავზე ვიქნებოდი დამოკიდებული. პირველად ვიგრძენი, რამხელა სიამოვნებაა, როცა ფულს საყვარელი საქმით გამოიმუშავებ.” – განაცხადა მაყაშვილმა.