“მთავარი არხის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია “ფეისბუქის” პირად გვერდზე ავრცელებს ფოტოს, სადაც ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე მოსყიდვის ფაქტია დაფიქსირებული.
“აბაშა. სოფელი მარანი. მეშვიდე უბანი.
ხალხი ყიდის სამშობლოს, “ – წერს გვარამია სოციალურ ქსელში.
მანამდე გვარამიამ “ფეისბუქის” პირად გვერდზე შემდეგი სახის ინფორმაცია გაავრცელა:
“ასეთი ბიულეტენებით აპირებენ ბათილობით მანიპულაციას. ჯერ ერთი, შეწყვიტეთ ეს მანიპულაცია! მეორე, ამგვარი ბიულეტენი, თუ შემოხაზულია რომელიმე ნომერი, ვერ ჩაითვლება ბათილად.
მთავარია, ამომრჩევლის გამოხატული ნება იკითხებოდეს, დანარჩენი ბათილობის საფუძველი არ არსებობს
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია / CEC of Georgia,” – დაწერა გვარამიამ და დაურთო ფოტო.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 2 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს. ამომრჩევლები 64 მერს და ასევე, 64 საკრებულოს 2 068 წევრს.
2 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებში ამომრჩეველი მერებსა და საკრებულოებს 4-წლიანი უფლებამოსილების ვადით აირჩევს.
ცესკო-ს ინფორმაციით, ამომრჩეველთა ერთიან სიაში 3 513 884 ამომრჩეველია რეგისტრირებული.