წლი-ნახევრის ბიჭუნას მკვლელობაში დედა დამნაშავედ ცნეს, მამა კი სასამართლოს ვერდიქტს ელოდება. თიტქმის ორ წელიწადს მიმდინარეობდა სასამართლო, რომელიც მშობლების მიერ შვილების მიმართ სასტიკი მოპყრობის ბრალდებას განიხილავდა.
38 წლის შეილა და 33 წლის რაიანი 4 შვილის მშობლები იყვნენ. უმცროს ბიჭუნას დედა ძუძუთი კვებავდა. ჩვილს კვება თავიდანვე არ ჰყოფნიდა. შეილაც და რაიანიც მკაცრი ვეგანები არიან – მხოლოდ უმ ხილ-ბოსტნეულს მიირთმევენ. ბუნებრივია, რომ დედის რძეში არ იყო საკმარისი საკვები ნივთიერებები, რომელიც ჩვილს ნორმალურ ზრდა-განვითარებაში დაეხმარებოდა.
როცა დამატებითი საკვების მიცემის დრო მოვიდა, მშობლებმა თავიანთ კვების სტილს არც ამ შემთხვევაში უღალატეს.
სტაფილო, მანგო, ბანანი, ავოკადო იყო ბავშვის ძირითადი საკვები. ერთხელაც დედა იძულებული გახდა, სასწრაფო დახმარება გამოეძახა. მან აღიარა, რომ ბოლო კვირის განმავლობაში ბავშვს არაფერი უჭამია, არც ეძინა და განუწყვეტლივ ტიროდა. შემდეგ კი გაცივდა და სუნთქვა შეწყვიტა.
ექიმები უძლურები აღმოჩნდნენ. ბავშვი 7 კილოგრამს იწონიდა. გაკვეთამ დაადასტურა, რომ ბავშვი საკვების ნაკლებობით გამოწვეული გართულებებით გარდაიცვალა.
წყვილს კიდე 3 მცირეწლოვანი შვილი ჰყავს. მათი მდგომარეობაც ძალიან მძიმე გახლდათ.
“მათი შვილები იმდენად შიმშილობდნენ, რომ უმცროსი საკვების ნაკლებობით გარდაიცვალა“ – განაცხადა სასამართლო პროცესზე პროკურორის თანაშემწემ სარა მილერმა.
ახლახან შეილას სასამართლო დასრულდა და ის დამნაშავედ ცნეს მკვლელობასა და ბავშვების მიმართ სასტიკ მიპყრობაში. მას სამუდამო პატიმრობა ემუქრება. განაჩნს სასამართლო რამდენიმე დღეში გამოაცხადებს. მის მეუღლესაც იგივე ბრალდებები აქვს წაყენებული, თუმცა მისი სასამართლო ჯერ არ დასრულებულა.
„მათმა არჩევანმა მათი შვილის სიკვდილი გამოიწვია“ – ნათქვამია საბრალდებო დასკვნაში.