წყალტუბოში 8 დღის წინ გაუჩინარებული 22 წლის ლიკა გიორგობიანი პოლიციამ, აჭარაში, ბათუმთან იპოვა.
შვილის პოვნის შემდეგ გოგონას დედამ, ხათუნა გიორგობიანმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და იმ ადამიანებს გადაუხადა მადლობა, რომლებმაც შვილი აპოვნინეს.
“მადლობა ყველა იმ ადამიანს დიდს თუ პატარას, ნაცნობს თუ უცნობს, ვინც ჩემი გასაჭირი გულთან მიიტანა და მაქსიმალურად გვერდით მედგა. განსაკუთრებული მადლობა წყალტუბოს სამმართველოს უფროსს ლაშა კუჭუხიძეს ამავე სამმართველოს თანამშრომლებს ვეფხია შვანგირაძეს და გიგა კუპრაშვილი მათ შეძლეს შეუძლებელი და დამიბრუნეს ჩემი ლიკა.
შშს-თან სამძებრო საქმიანობაში ასევე აქტიურად ჩართულები იყვნენ ყველა ოჯახის წევრები, განსაკუთრებით აღსანიშნავია ჯაბა პაპავადა ზაზა კვერნაძე” – წერს გოგონას დედა